• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

12 ჯანსაღი წასახემსებელი, რომელიც ენერგიით აგავსებთ

როცა შიმშილი განსაკუთრებით შემოგიტევთ, თქვენ კი ამა თუ იმ მიზეზით გემრიელად სადილობა არ შეგიძლიათ, გამოსავალი მაინც არსებობს.  გთავაზობთ 12 გემრიელ და სასარგებლო ვარიანტს - რა შეგიძლიათ მიირთვათ ასეთ დროს!


1. ვაშლი. ის ბევრ მინერალს და ვიტამინს შეიცავს. მდიდარია უჯრედისით, ფლავონოიდებით, პოლიფენოლებით. შეეცადეთ მიირთვათ ყოველ დილით ან ძირითად კვებას შორის წასახემსებლად.

2. ბანანი -კალიუმის საუკეთესო წყაროა. დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სისხლის წნევის ნორმალური მდგომარეობა.

3. წითელი ტკბილი წიწაკა. ის სავსეა ანტიოქსიდანტებით, A და ჩ ვიტამინებით, რომელიც თქვენი კანის სილამაზისთვის აუცილებელია.

4. ნატურალური შავი შოკოლადი. თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, წასახემსებლად მაღალი ხარისხის, ნატურალური შავი შოკოლადი აირჩიეთ. მაგრამ არა უმეტეს 50-60 გრამისა დღეში.

5. გოგრის თესლი . ის მაგნიუმის, რკინის, კალციუმის, ვიტამინ K -ს და ცილის ნამდვილი საბადოა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გოგრის თესლი კარგადაც დაგანაყრებთ და შრომისუნარიანობასაც აგიმაღლებთ.

6. სტაფილო - დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და შიმშილის შემოტევების დროს ნამდვილი ხსნაა. თან ჯანსაღი კვების პრინციპებშიც ჯდება.

7. შვრიის ფაფა. სცადეთ დაიწყოთ დილა ამ შესანიშნავი საუზმით! მეტი გემოსთვის და სარგებლისთვის დაამატეთ ცოტა დარიჩინი, თაფლი, ქიშმიში, ნიგოზი, ხილი და ასე შემდეგ...

8. მწვანე სალათი. მწვანე ბოსტნეული ხომ სავსეა ვიტამინებით და მინერალებით, რომელთაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს და ადვილადაც გადაამუშავებს.

9. ანანასი. ის სწრაფად გადამუშავდება, შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელსაც გამწმენდი თვისებები აქვს და საჭმლის მონელებასაც ააქტიურებს. მაგრამ არ მიირთვათ ეს ხილი უზმოზე.

10. ბალახეულის ჩაი. თუ გშიათ, მაგრამ ჭამა არ გსურთ, დალიეთ ჩაი.

11. ლეღვის ჩირი. ეს პროდუქტი შესანიშნავად წმენდს სისხლს. შეარჩიეთ ნატურალური პროდუქტი, შაქრის ან სხვა დანამატეწბის გარეშე. ჩირი თავისთავად ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს და კალორიულია, ამიტომ ზომიერება დაიცავით.

12. ბოსტნეულის სუპ-პიურე. ეს მსუბუქი, სასარგებლო და გემრიელი კერძი სწრაფად დაგანაყრებთ, შეგმატებთ ენერგიას და არა ზედმეტ კალორიებს.


თეგები :