• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

მწვანილებში მომზადებული არომატული თევზი

ინგრედიენტები: თევზი 800 გ ოხრახუში დაჭრილი, 1/2 ჭიქა ქინძი დაჭრილი, 1/2 ჭიქა ცხარე წიწაკა დაჭრილი, 1/2 ჭიქა პამიდორი წვრილად დაჭრილი, 1 ჭიქა 1 ლიმონის წვენი ზეითუნის ზეთი 2 ს.კ მარილი
თევზის ნაჭრები ჩავდოთ ღუმელის ფორმაში. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი ერთმანეთში შევურიოთ და შემოვულაგოთ თევზს ზემოდან და გარშემო. შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 30 წუთით.

სულ ესაა - მარტივი, სწრაფი და არომატული. თევზი ძალიან წვნიანი და ნაზი გამოდის.


თეგები :