• თბილისი
  • 27°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

როგორ მოვადუღოთ იდეალური ყავა - 5 ოქროს წესი

ერთი შეხედვით, ყავის მოდუღებაზე მარტივი არაფერია, მაგრამ მთავარია ეს ჯადოსნური სითხე გემრიელი გამოგივიდეთ. გასწავლით უგემრიელესი ყავის მოდუღების ოქროს წესებს.

1. მაღაზიაში შეიძინეთ ყავის მოუხალავი მარცვლები. მოერიდეთ გამჭვირვალე ბანკაში მოთავსებულ მარცვლებს, უმჯობესია თუ არჩევანს კოლოფში მოთავსებულ ყავაზე გააკეთებთ, რადგან ვაკუუმში ყავა უკეთესად ინახება.

2. მოხალეთ სახლში და შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე 3-4 დღე და შემდეგ ყავა დაფქვით ხელის საფქვავით. არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ მაცივარში.

3. ყავის მოსადუღებლად გამოიყენეთ მინერალური წყალი. ონკანის წყალში შემავალი ქლორი აფუჭებს ყავის გემოს.

4. ყავის მოდუღებისთვის სტანდარტული ნორმაა, 170 გრამ წყალზე 2 სადილის კოვზი ყავა. შაქარი თქვენი გემოვნებით დაუმატეთ.

5. ყავა დადგით 100 გრადუს ტემპერატურაზე და 45 წამის შემდეგ გადმოდგით და მაშინვე ჭიქებში დაასხით.


თეგები :