• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ქაშაყის სუპი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ქაშაყი – 2 ც. კარტოფილი – 3 ც. სტაფილო – 1 ც. ხახვი – 1 ც. ფქვილი – 1 ს. კ. ზეთი – 1 ს. კ. წყალი – 1 ლ. რძე – 0,5 ლ. დაფქული შავი პილპილი. მწვანილი. არაჟანი.


მომზადების წესი:

ქაშაყი გარეცხეთ და გაასუფთავეთ. გამზადებულ ქაშაყს დაასხით რძე.

რძეში დასველებული თევზი ჩააწყვეთ მდუღარე წყალში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი და კუბებათ დაჭრილი კარტოფილი.

მოხარშული ქაშაყი ამოიღეთ და მოაცილეთ ფხა.

მოდაღეთ ფქვილი ზეთში და დაუმატეთ წვნიანს, ჩაუმატეთ რძე, წამოადუღეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მოხარშული ქაშაყი. შეკმაზეთ არაჟნით.

წვნიანი მზადაა.


თეგები :