• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

გულებით მოხატული რულეტი

ინგრედიენტები: ნახატის ცომისთვის: კვერცხის ცილა 1 შაქარი 30 გ დარბილებული კარაქი 20 გ ფქვილი 40 გ ძირითადი ცომისთვის: კვერცხი 4 ლიმონის წვენი 1 ს.კ შაქარი შაქარი 1/2 ჭიქა+1 ჩ.კ ფქვილი 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი 60 გ კაკაო 1/4 ჭიქა ნებისმიერი კრემი, სურვილის მიხედვით
ნახატის ცომი:
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, შაქარი და ფქვილი. შევურიოთ ძალიან დარბილებული კარაქი. შემდეგ გავყოთ იმდენ ნაწილად, რამდენი ფერიც გვსურს მოვამზადოთ. თუ ნახატს კაკაოანი ცომით ვამზადებთ, ფქვილს მოვაკლოთ ის რაოდენობა რამდენ კაკაოსაც დავამატებთ. სტანდარტული ზომის საცხობ ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. მის ქვეშ ნახატიანი ტრაფარეტი დავდოთ. შეგვიძია ტრაფარეტი თავად დავხატოთ ან ამოვბეჭდოთ. ფერადი ცომი კორნეტში ჩავასხათ და დავსვათ ნახატი. შემდეგ საყინულეში შევდოთ და მეორე, ძირითადი ცომი მოვამზადოთ.

ღუმელი 200 გრადუსზე გავახუროთ. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ღრუბელივით, დავამატოთ ლიმონის წვენი. გავაგრძელოთ თქვეფა, თან შაქარი ვამატოთ. მივიღებთ მყარ ბეზეს.
სხვა ჯამში ავთქვიფოთ გულები 1 ჩ.კ შაქართან ერთად. დავამატოთ გამდნარი კარაქის, კაკაოსა და ფქვილის  ნაწილი, კარგად ავურიოთ და დარჩენილი ნაწილიც ჩავამატოთ. შემდეგ ნაწილ-ნაწილ ჩავამატოთ ბეზე, მიქსერის გარეშე, ფრთხილად. 
გამოვიღოთ საყინულიდან ცომის გულები და ზემოდან გადავუსვათ ძირითადი ცომი. ვაცხოთ დაახლოებით 7 წუთი.
ქაღალდის სხვა  ნაჭერზე ფქვილი მოაფრქვიეთ და ზედ გადმოვაბრუნოთ გამომცხვარი ბისკვიტი. ავაცალოთ ქაღალდი, რომელზეც გამოცხვა. რამდენიმე წამში ისევ დავადოთ და ამ ქაღალდებიანად  გადავაბრუნოთ, რომ ნახატიანი მხარე ქვემოთ მოექცეს. რომ გაცივდება,   წავუსვათ კრემი  და გადავახვიოთ.


თეგები :