• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

ყველა ვიტამინი იკარგება თუ არა ხარშვისას?

ხშირად გვსმენია, რომ ხილ-ბოსტნეულის თერმული დამუშავება მათში შემავალ ვიტამინებს ანადგურებს და შესაბამისად, ისეთი სასარგებლო აღარ არის. მართლაც ასეა თუ არა?

სინამდვილეში, ხარშვისას ცხიმში ხსნადი ვიტამინები- A, D, E და K თითქმის არ იკარგება.

რაც შეეხება წყალში ხსნად ვიტამინებს, აქ დანაკარგები არაერთგვაროვანია. თერმული დამუშავება ყველაზე მეტად C და B9 (ფოლის მჟავა) ვიტამინებს ანადგურებს, თითქმის 80-90%-მდე. B ჯგუფის სხვა ვიტამინების დანაკარგი 30-50%-მდე მერყეობს და დამოკიდებული დუღილის ხანგრძლივობაზე, პროდუქტის დაჭრის ზომებზე და ა.შ.

ვიტამინი PP თითქმის არ იშლება დამუშავებისას, ხოლო B6 ვიტამინის მოქმედებას ხანმოკლე ხარშვა ააქტიურებს კიდეც. მაგრამ ასეთი კერძი მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ.


თეგები :