• თბილისი
  • 18°C
  • 11 ნოემბერი, 2019
article

წითელი მოცხარის საწებელი

ეს საწებელი ძალიან უხდება შემწვარ ხორცეულს, იქნება ეს ღორის,საქონლისა თუ ქათმის . ძალიან გემრიელი გამოდის ალუბლითაც. ინგრედიენტები: წითელი მოცხარი, გარჩეული 500 გ თესლიანი ქინძი 1 კონა ქონდარი 3-4 ტოტი მწარე წითელი წიწაკა, თესლების გარეშე 1 ცალი, პატარა მარილი ნიორი 3-4 კბილი
მწვანილები გავარჩიოთ,მოვაცილოთ ფოთლები ღეროდან. ნიორთან და წიწაკასთან ერთად დავნაყოთ, ბლენდერში დავაქუცმაცოთ ან სულაც ხელით დავჭრათ ძალიან წვრილად. აუცილებლად შევურიოთ ქინძის მწვანე თესლებიც.
მოცხარი დავჭყლიტოთ ( კარტოფილის საჭყლეტით ან ხელით) და წამოვადუღოთ რამდენიმე წუთით. შევურიოთ მწვანილიანი მასა,დავამატოთ მარილი. უფრო ერთგვაროვანი კონსისტენციისთვის შეგვიძლია დავაბლენდეროთ.
გაცივებული საწებელი შევინახოთ მაცივარში.
მწვანილის და ნიორ-წიწაკის რაოდენობა აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩვენს გემოვნებაზე და შეგვიძლია შევცვალოთ რაოდენობა. თუ მთლიანი წიწაკა არ გვაქვს, მსხვილად დაფქული გამოიყენეთ.

თეგები :