• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

როგორ დავიცვათ თავი ბოტულიზმისაგან?

ცნობილია, რომ ბოტულიზმის ბაქტერიის სპორები დუღილს 3-5 საათის განმავლობაში უძლებენ, ძლიერ მდგრადი არიან სადეზინფექციო ნივთიერებების და სხვა ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების მიმართ. სპორების ასეთი გამძლეობის გამო, მათი განადგურება შეიძლება მხოლოდ 120 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე, 1 საათის განმავლობაში დამუშავებით ან მრავალჯერადი პასტერიზაციით.

 

ბინის პირობებში ჩატარებული სტერილიზაცია არ სპობს სპორებს და ბოტულიზმის პროფილაქტიკისათვის მას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დაუშვებელია ხორცის, თევზის, მწვანილის ბინის პირობებში დაკონსერვება. ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, ხილი დაკონსერვების წინ უნდა გადაირჩეს და გულმოდგინედ, რამდენჯერმე გაირეცხოს გამდინარე წყლით.

 

ასევე უნდა მომზადდეს ჭურჭელიც. როგორც პროდუქტს, ასევე ჭურჭელს არ უნდა შეჰყვეს მიწის ნამცეციც კი, კონსერვს უნდა დავუმატოთ ძმარი ან ძმარმჟავას 6 %-იანი ხსნარი და შევინახოთ ცივ ადგილას. პლუს 3 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, ბოტულიზმის ჩხირი ტოქსინს არ გამოყოფს. აუცილებელია ჭამის წინ, დაკონსერვებული ყველა პროდუქტის ადუღება 20 წუთის განმავლობაში. საეჭვო პროდუქტები კიდევ უფრო ხანგრძლივად უნდა ვადუღოთ.

 

თუ დაკონსერვებულ პროდუქტს სპორა შეჰყვა, იგი გადადის ვეგეტაციურ ფორმაში, რომელიც მრავლდება და გამოყოფს ტოქსინს. ტოქსინი კი უშუალოდ არის დაავადების მიზეზი. ის მაღალ ტემპერატურაზე იშლება, ამიტომ თუ დაკონსერვებულ პროდუქტს ჭამის წინ ავადუღებთ, დაავადებას თავიდან ავიცილებთ.

თეგები :