• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

თავის ტკივილი: 5 სიგნალი, რომელიც სერიოზულ დაავადებაზე მიგვითითებს

როდესაც თავი გვტკივა ძილის უკმარისობის ან რაიმე სხვა ბანალური მიზეზის გამო, დიდ ღელვას არ მივეცემით ხოლმე. შესაძლებელია დავლიოთ წამალი და მალევე დავივიწყოთ უსიამოვნო შეგრძნებების შესახებ. მაგრამ როდესაც ტკივილს  მოულოდნელად და მყისიერად განვიცდით სხვადასხვა წინაპირობისა და აშკარა მიზეზის გარეშე, ეს საგანგაშო სიმპტომია.

სხეული გვატყობინებს შექმნილი პრობლემის შესახებ მომენტალურად. თუ თქვენ დააფიქსირებთ მყისიერ თავის ტკივილს, აუცილებლად უნდა დაარკვიოთ, რა ხდება თქვენ ორგანიზმში. ამან შესაძლებელია დაგიცვათ მოსალოდნელი  სერიოზული დაავადებისგან და დროულად შეძლებთ განიკურნოთ.

თავის ტკივილის სახეობები:

1.თავის ტკივილი საფეთქლებთან და კეფასთან შესაძლებელია ორგანიზმში სხვადასხვა დაზიანებაზე მიგვითითებდეს. ძილის ნაკლებობა, ჰორმონალური დარღვევები, ინტოქსიკაცია ან ინტრაკრანიალური წნევის დავარდნა  ხშირად ამ ტკივილის მიზეზად გვევლინება. ასევე საფეთქლებთან ტკივილი ზოგჯერ გამოწვეულია დაწყებით სტადიაში გრიპისა და გაციებისგან.

თუ ამ არეებში ტკივილი გიმძაფრდებათ და უცნაურ შეგრძნებებს (მაგ. გულისრევას) გიჩენთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს!  არ დატოვოს ყურადღების გარეშე ტკივილი კეფის არეში. მსგავსი ტკივილის შეგრძნებები ხშირად გვევლინება სისხლჩაქცევის მიზეზადაც.

2. თავის ტკივილი დილაობით

თუ თქვენ დილაობით თავის ტკივილით იღვიძებთ, ეს ორგანიზმის ცუდი სიგნალია. დილის თავის ტკივილი შესაძლებელია მიგვითითებდეს ძილის აპნოეზე, პრობლემაზე წნევასთან დაკავშირებით და თავის ტვინის სიმსივნეზეც კი. ასეთ შემთხვევაში გამოკვლევა აუცილებელია!

3. თვალების გარშემო და ღაწვებთან ტკივილი

კასეტური თავის ტკივილი ან ტკივილი თვალების გარშემო, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შეგრძნებაა. ამ ტკივილის ატანა თითქმის შეუძლებელია. გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ კარგ ნევროლოგთან, თუ მსგავსმა ტკივილმა შეგაწუხათ. იგი შეიძლება მიგვითითებდეს ანომალიაზე ჰოპოთელამუსში, თავის ტვინის მოულოდნელ ვაზოდილატაციაზე(სისხლძარღვების გაფართოება)და გულ-სისხლძარღვთა მუშაობის სისტემის დარღვევაზე.

ტკივილი ღაწვებთან და შუბლთან შეიძლება ჰაიმორიტის გაჩენის დამადასტურებელი საბუთიც კი იყოს.

4. თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

ხშირად თავის ტკივილი შეიძლება სხვა სიმპტომებსაც ახლდეს თან: თავბრუსხვევას, გულისრევას, თვალებში დაბნელებას, ტკივილი კისრის არეში...

ოსტეოქონდროზი, თავზე გადატანილი ტრავმა წარსულში, ჰორმონალური დარღვევები, ნევროზი და დეპრესია შეიძლება იწვევდეს მსგავს ტკივილსა და შეგრძნებებს. ხშირად შაკიკი სწორედ ასეთი გამოვლინებებითაა.

ექიმთან კონსულტაციამდე, დააკვირდით თქვენი კვების, ძილისა და დასვენების რეჟიმს. მნიშვნელოვანია იცოდეთ თითოეული დეტალი, რათა სპეციალისტმა სწორი დიაგნოზი დაგისვათ!

5. „დამძიმებული“ თავი და თავის ზედა ნაწილში შებოჭილობის შეგრძნება

თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი თავი გოგრად გადაიქცა, ეს არც ისე საშიშია! ასეთი თავის ტკივილი ყველაზე გავრცელებულ ვერსიად გვევლინება და შეიძლება გამოწვეული იყოს  გადაღლილობის, დიდი დაძაბულობის გადატანის შედეგად, ან ჟანგბადის ნაკლებობის, ნერვიულობისა და პასიური ცხოვრების გამო.

კარგად გამოიძინეთ და დაისვენეთ, ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ტკივილს.

გისურვებთ ჯანმთელობას!


თეგები :