• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

რა იწვევს ნაღვლის ბუშტის ანთებას?

მწვავე ქოლეცისტიტის ყველა საეჭვო შემთხვევაში, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სასწრაფოდ გამოვიძახოთ ექიმი. ექიმის მოსვლამდე, არ შეიძლება სათბურის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება და სხვა. მწვავე ქოლეცისტიტიან ავადმყოფებს, ჩვეულებრივ, საავადმყოფოს პირობებში მკურნალობენ, სადაც ხშირად მიმართავენ ქირურგიულ ოპერაციას.

ნაღვლის ბუშტის ანთების (ქოლეცისტიტის) მიზეზებიდან მთავარია ნაღვლის შეგუბება, რასაც ხელს უწყობს არარეგულარული ჭარბი კვება, სიმსუქნე, ნაკლებად მოძრავი ცხოვრებისა და საქმიანობის პირობები, ორსულობა, შეკრულობა, ინფექცია. ქოლეცისტიტი შეიძლება იყოს კენჭოვანი და არაკენჭოვანი, ქრონიკული და მწვავე.

მწვავე ქოლეცისტიტის ყველა საეჭვო შემთხვევაში, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სასწრაფოდ გამოვიძახოთ ექიმი. ექიმის მოსვლამდე, არ შეიძლება სათბურის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება და სხვა. მწვავე ქოლეცისტიტიან ავადმყოფებს, ჩვეულებრივ, საავადმყოფოს პირობებში მკურნალობენ, სადაც ხშირად მიმართავენ ქირურგიულ ოპერაციას.

ქოლეცისტიტით დაავადებული ადამიანი, ექიმების რჩევით, უნდა ერიდოს მსუქან ხორცს, ქონს, შაშხს, კაკაოს, შოკოლადს, ნაცხვარს და სხვა. შეზღუდოს ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ცხარე საკვები, კვერცხის გული. სასარგებლოა რძის ნაწარმი (კეფირი, მაწონი, ხაჭო), ხილი, ბოსტნეული. დიეტა სისტემატურად უნდა იქნას დაცული.

სპეციალისტების აზრით, ნაღვლის ნორმალურ დენას ხელს უწყობს დილის სისტემატური ვარჯიში. ქრონიკულად მიმდინარე ქოლეცისტიტის დროს, ექიმი საჭიროებისამებრ უნიშნავს ავადმყოფს მედიკამენტებს, კენჭების არსებობისას კი დროულად უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება.


თეგები :