• თბილისი
  • 17°C
  • 05 აპრილი, 2020
article

ფრანგმა მეცნიერებმა, სპერმა, ლაბორატორიულ პირობებში მიიღეს

ფრანგული კომპანიის, "Kallistem"-ის წარმომადგენლები, ამბობენ, რომ მათ, პირველად შეძლეს, მამაკაცის მომწიფებული სასქესო უჯრედების - სპერმატოზოიდების, ლაბორატორიულ პირობებში მიღება. მეცნიერები, ამბობენ, რომ ეს, ბიოლოგიური მასალა, ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის გამოდგება.

კვლევის ავტორებმა, საწყის მასალად, სპერმატოგონიები  გამოიყენეს - მამაკაცის დიპლოიდური უჯრედები, რომელთა გაყოფის შედეგადაც, მწიფე სპერმატოზოიდები ფორმირდება. მეცნიერებმა, პირველად შეძლეს, ინ ვიტრო პირობებში, მწიფე სპერმატოზოიდების ფორმირების უზრუნველყოფა. მიღებული მასალა კი, უნაყოფობის მქონე პაციენტებს, დიდ დახმარებას გაუწევს. სპერმატოზოიდების ფორმირების პროცესი, საშუალოდ, 72 დღე გრძელდება.

მეთოდი, ჯერჯერობით, არ დაპატენტებულა და მეცნიერები, კვლევის დასრულებამდე, სამეცნიერო პუბლიკაციებისაგან, თავს იკავებენ. ამიტომ, მათ მიერ მიღებული შედეგები, ექსპერტებში ეჭვს იწვევს, თუმცა, "Kallistem"-ის წარმომადგენლები, ფიქრობენ, რომ კლინიკური კვლევების შედეგებს, უახლოესი 2 წლის განმავლობაში გამოაქვეყნებენ და მომავალში, წელიწადში, 50 000 პაციენტს გაუწევენ დახმარებას.


თეგები :