• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

უკრაინის ანტი-რეკორდი და ინფიცირებულების მასშტაბური მატება - ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1 109 ადამიანს დაუდასტურდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში COVID-19 1,109 ადამიანს დაუდასტურდა. 19 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან 113 რეგისტრირებულია კიევში, რაც დედაქალაქისთვის რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

ვირუსის გავრცელების შემდეგ, 26 ივნისის მდგომარეობით, უკრაინაში სულ კორონავირუსი 41 117 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1 086 ინფიცირებული. 18 299 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.


თეგები :