მსოფლიო / 16-07-2025 / 118 Views

ტრამპი: რაკეტები გზაშია...

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია.

„ისინი უკვე იგზავნება“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, Patriot-ის სისტემის რაკეტების სანაცვლოდ „აშშ თანხას სრულად მიიღებს“.

„ჩვენ ნატო სრულად გადაგვიხდის. ზოგიერთ შემთხვევაში კი, თანხას ევროკავშირის ქვეყნები პირდაპირ გადაგვიხდიან. ჩვენს ფულს სრულად ვიბრუნებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.