• თბილისი
  • 36°C
  • 08 ივლისი, 2020
article

"აშშ-ის სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება პოლიტიკური შოუა"

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება პოლიტიკური შოუა და ადამიანები, რომლებიც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ არიან ლაჩრები, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

"ისინი, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ არიან ლაჩრები, რომელთაც არ სურთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ისტორიის გაპოლიტიზირება“,-განაცხადა ჩავლუშოღლუმ.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია.

 

 


თეგები :