• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

კიმ ჩენ ინი კორეელებისთვის წმინდა მთაზე თეთრი ცხენით ავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამჩჟიონის რაიონში კორეელებისთვის წმინდა მთაზე პეკტუსანზე კიდევ ერთხელ ავიდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

"ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის ლიდერს თან ახლდა, გრძნობდა მოჭარბებულ ემოციებსა და სიხარულს",- წერს გამოცემა.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე მართალც ჩანს თეთრ რაშზე ამხედრებული ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პეკტუსანის მწვერვალის ფონზე.

სამჩჟიონის რაიონში ყოფნის დროს მან აშშ-ის სანქციათა პოლიტიკა გააკრიტიკა. „დღეს ჩვენს ქვეყანას უკიდურესად მძიმე ვითარება აქვს დაუსრულებელი სანქციებისა და მტრული ძალების ზეწოლის  გამო. აშშ-სა და სხვა მტრული ძალების მიერ  მიყენებულო  ტანჯვა მალე ჩვენი ხალხის რისხვაში გადაიზრდება", - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

როგორც სამხრეთკორეული მედია აღნიშნავს, კიმ ჩენ ინი პეკტუსანზე თავისი მუშაობის ყველაზე რთულ მომენტში ადიოდა. ასე იყო 2013 წლის თებერვალში, მისი ბიძის ჩან სონ თჰეკის სიკვდილით დასჯის წინ, 2014 წლის ნოემბერში მამამისის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე და 2017 წლის დეკემბერში სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების დალაგების წინ.


თეგები :