• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ტრამპი: დიდებული შეხვედრა გვქონდა კიმ ჩენ ინთან ჰანოიში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრით კმაყოფილია.

"დიდებული შეხვედრა გვქონდა კიმ ჩენ ინთან ჰანოიში, მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს შეხვედრის გაგრძელებისთვის", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერში".

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გუშინ, 27 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში შეხვდა.

ვიეტნამის სამიტის მთავარი განსახილველი საკითხი ჩრდილოეთი კორეის ბირთვული განიარაღებაა.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, 28 თებერვალს გაიმართება.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში სინგაპურში შედგა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღისგან გათავისუფლდება.

თეგები :