• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

"საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, თურქეთს ტრამპის მუქარის არ ეშინია"

თურქეთს ტრამპის მუქარის არ ეშინია, - ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა. ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, თუ ანკარა სირიაში ქურთებს დაარტყამს.

"სტრატეგიული პარტნიორობის თემებს სოციალურ ქსელში არ განიხილავენ. აშშ-სთან კომუნიკაციის ყველა არხები ღია გვაქვს. ვხედავთ, რომ ტრამპზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ჯარები სირიიდან რომ არ გამოიყვანოს და ის რთულ სიტუაციაშია. მიუხედავად ამისა, ამგვარი თემების სოციალური ქსელით განხილვა არ შეიძლება", - განაცხადა თურქეთის ჩავუშოღლუმ.

"საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ თურქეთის მიმართ", - დასძინა მან.


თეგები :