• თბილისი
  • 31°C
  • 11 აგვისტო, 2020
article

პარიზში, ბასტილიის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში ხატია ბუნიათიშვილი და ლიზა ბათიაშვილი მიიღებენ მონაწილეობას

ბასტილიის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პარიზში გამართულ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. იუწყება საფრანგეთში საქართველოს საელჩო.

საელჩოს ინფორმაციით, კონცერტი პარიზში, მარსის მოედანზე გაიმართება და პარიზის დროით 20:00 საათზე დაიწყება. კონცერტი გადაიცემე ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით.


თეგები :