• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

პატარა ალექსის ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ ტკივილს დატოვა ეს ბოროტი სამყარო... - ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის ვაჟი გარდაიცვალა

ჟურნალიუსტ ბექა პატურაშვილის წლინახევრის ვაჟი, პატარა ალექსი გარდაიცვალა. მან ვერ დაამარცხა ვერაგი დაავადება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ასე ტანჯავდა.

პატარა ალექსი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული, ბოლო დღეებში კი საქართველოში რეანომობილით ჩამოიყვანეს და იაშვილის კლინიკაში მოათავსეს იმ იმედით, რომ მალე გერმანიაში წაიყვანდნენ სამკურნალოდ, თუმცა პატარა ანგელოზს სამყარომ ამდენი დრო აღარ მისცა. მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო ამდენ ტკივილსა და ტანჯვას და დატოვა ეს ბოროტი სამყარო, სადაც უდანაშაულო ადამიანები ასე იტანჯებიან. მშვიდობით განისვენე პატარა ანგელოზო!

პრესა.ჯი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.


თეგები :