• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

"ორი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული შემთხვევიდან, ერთი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული და ოთხი მძიმე პაციენტი რჩება. 

"ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია. კრიტიკული ორი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კვლავ მძიმედ რჩება. ახლა ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყუურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ, რამდენიმე დღეში შეიძლება ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ უკვე მათი გამოჯანმრთელებაც დადგება" - თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 


თეგები :