• თბილისი
  • 14°C
  • 04 აპრილი, 2020
article

გაეროს წარმომადგენელი: მხოლოდ ბოროტმოქმედების ციხეში ჩასმა საკმარისი არ არის. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოში ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბარი უფლებები იყოს

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი, ლუიზა ვინტონი მიიჩნევს, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლა აუცილებელია. მისი თქმით, ფემიციდის საკითხს ხარისხობრივი მიდგომა სჭირდება.

"ვფიქრობ, რომ ამ საკითხს გარკვეულწილად ხარისხობრივი მიდგომა სჭირდება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოროტმოქმედები ციხეში ჩავსვათ, ეს გამოსავალი არ არის. რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბარი უფლებები იყოს. ეს აღტკინება, საშინელი სიბრაზე, რომელიც შესაძლოა ეჭვიანობისგან იყოს გამოწვეული, სწორედ ამ თანასწორობის პრინციპის დამკვირების შედეგად უნდა აღმოიფხვრას", - აცხადებს ლუიზა ვინტონი.


თეგები :