• თბილისი
  • 14°C
  • 24 თებერვალი, 2020
article

თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.


თეგები :