• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

"კიტოვანი მოსკოვში კი არ უნდა გაეტყიპათ, და თან სეპარატისტ აფხაზებს, არამედ ქართველებს, აგერ აქ რუსთაველზე რომ დასეირნობდა"

გრიგოლ გეგელია მოსკოვში თენგიზ კიტოვანზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„კიტოვანი მოსკოვში კი არ უნდა გაეტყიპათ, და თან სეპარატისტ აფხაზებს, არამედ ქართველებს, აგერ აქ რუსთაველზე რომ დასეირნობდა, უნდა აეღოთ და წაეთრიათ სამუდამო, მარტოსულ პატიმრობაში იმ ყველაფრისთვის, რაც სახელმწიფოს დამართა. მაგრამ, ჩვენ არ გვაქვს მორალურად გამართული სახელმწიფო და ამიტომაც ვართ ასე სუსტი!“ - წერს გეგელია.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აფხაზები თენგიზ კიტოვანს, მოსკოვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.