• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

"ნაცისტი ქართველები ლამის შეურაცხყოფად იღებენ, თუ ვინმე ეტყვით, ირანელს ჰგავხარო და ირანელი ჯარისკაცები ქართველები ჰგონიათ" - პოპულარული ფოტოს რეალური ისტორია

ინტერნეტის მომხმარებელი თინა მაისურაძე სოციალურ ქსელში ამ ფოტოს ავრცელებს და წერს:

"პერიოდულად, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ეს ფოტო ვრცელდება (რამდენიმე წუთის წინ, ერთმა ცნობილმა ადამიანმაც გააზიარა ). ხალხს რატომღაც ჰგონია, რომ ფოტოზე აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები და მათი შვილები არიან ასახული. სინამდვილეში, ფოტოზე ირან-ერაყის ომის დროს დაღუპული ირანელი ჯარისკაცები არიან, ხოლო ქვემოთ "ჰესბოლას" ახალგაზრდა მებრძოლები, რომლებმაც გააცოცხლეს ისტორიული კადრი (ეს მეომრები არ არიან დაღუპული ჯარისკაცების შვილები). ნაცისტი ქართველები ლამის შეურაცხყოფად იღებენ, თუ ვინმე ეტყვით, ირანელს ჰგავხარო და ირანელი ჯარისკაცები ქართველები ჰგონიათ,  ეჭვიც კი არ უჩნდებათ. "ღმერთმა გაგამრავლოთო", - ამასაც უწერენ. ცოტა კურიოზულია ეს ამბავი. ეს, უბრალოდ, ინფორმაციისთვის, თორემ ფოტო კარგია და მეც მომწონს," - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები :