• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

მსხვილი კორუფციული სქემების გამო ბიუჯეტი 100 მილიონით ირღვევა - მოსალოდნელია „სეკვესტრი“

ფიქტიური დღგ-ებით და კორუფციული სქემებით მოპარული ასი მილიონი, სიღარიბით და გაჭირვებული ადამიანებით სავსე ქვეყანაში. სუსში და პროკურატურაში მასალები აქვთ, მაგრამ არ რეაგირებენ. 

ამის მიზეზი ივანიშვილის კლანის, უჩა მამაცაშვილის და ოთარ ფარცხალაძის ინტერესებია. მათი კორუფციული სურვილების გამო ბიუჯეტი 100 მილიონით გაირღვა. თუმცა, ამ სკანდალის გადასაფარად, პრემიერმა ბახტაძემ „ოქროს სია“ გააუქმა და ამით ცდილობს სეკვესტრირებული ბიუჯეტის დაბალანსებას. დეტალები არის აქ...

„სეკვესტრი“

ეს სიტყვა შევარდნაძის ბნელი და კორუმპირებული რეჟიმის თანმდევია. იყო დრო, როდესაც გვყავდა ფინანსთა მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას თავი სწორედ ბიუჯეტის სეკვესტრით დაამახსოვრა. 

სეკვესტრი საბიუჯეტო სფეროში სპეციალური მექანიზმია, რომელიც გამოიყენება ბიუჯეტით გათვალისწინებული დეფიციტის გადაჭარბებისას ან იმ შემთხვევაში, როცა ბიუჯეტის შესრულებისას დეფიციტის შემცირება ვერ ხერხდება, რის შედეგადაც შეუძლებელია საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება...

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბიუჯეტს, კორუფციული სქემების გამო, 100 მილიონი დააკლდა, თუმცა, ბახტაძემ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ირიბი გამოსავალი მონახა და ჯოხი ბიზნესზე გადატეხა.

ისტორია დაიწყო ასე...

ყველაფერი მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობიდან დაიწყო. ფინანსთა მინისტრობამდე, ბახტაძემ გაიარა დახელოვნების ეტაპები რკინიგზაში, როდესაც აღებ–მიცემობა და კორუფციული სქემების უბადლო შესრულება შეძლო - ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის დავალებით. 

მისი მმართველოს დროს, საქართველოს რკინიგზა შეიძლება ითქვას, გაკოტრდა. მაგალითად, საქართველოს რკინიგზამ, 2017 წელი 354 მილიონიანი ზარალით დაასრულა.

მოგვიანებით, როდესაც ბახტაძე რკინიგზიდან წავიდა, ფინანსთა მინისტრის რანგში ხმამაღლა აცხადებდა რომ აუცილებელია ბიზნესს დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) დავუბრუნოთო. 

თუმცა, რეალურად, ოთარ ფარცხალაძესთან და უჩა მამაცაშვილთან მხვილი ბიზნეს-ჯგუფებ მივიდნენ და თაღლითური მეთოდებით ბიუჯეტიდან ფულის ამოქაჩვის კორუფციული სქემა შესთავაზეს.

კერძოდ: შექმნეს ვირტუალური, არარსებული დღგ-ები და ფინანსთა მინისტრი ბახტაძე, შერჩევითად, ისეთ კომპანიებს უბრუნებდა ე.წ. დღგ-ს, სადაც წილი/ფინანსური ინტერესი ჰქონდა ივანიშვილის კორუმპირებულ კლანს (ხორბლის ბიზნესი, ნავთობის ბიზნესი). 

ხოლო როდესაც აღნიშნული კორუფციული სქემა გახმაურდა და  ფინანსურმა პოლიციამ შეამჩნია რომ ბიუჯეტი იძარცვებოდა, პროკურატურას მიმართა გამოძიების დასაწყებად. 

თუმცა, ფარცხალაძემ პროკურატურაში ფინანსური პოლიციის ხმა ჩაახშო, გამოძიების დასაწყებად სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის მოტივით. 

საბოლოოდ, პროკურატურა იძულებული გახდა საქმე მაინც აღეძრა, მაგრამ ამ მომენტისთვის, ე.წ. დღგ-ების დაბრუნებით, 100 მილიონზე მეტი ჰქონდათ ამოღებული უჩა მამაცაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის კლანს - პარტნიორებთან ერთად. 

მთავარმა პროკურორმა თადუმაძემ მოადგილეებს საქმის გამოძიება კი დაავალა, თუმცა, მოადგილეები თადუმაძეზე უფრო, ფარცხალაძეს ითვალისწინებენ... 

ამიტომ, პროკურატურა, მამაცაშვილისა და ფარცხალაძის კლანს შერჩევითი სამართლის პრინციპით მიუდგა. 

კერძოდ: თავისიანებს მოჩვენებითი ყადაღა დაადეს და საპროცესო გაუფორმეს გაცილებით ნაკლებ თანხაზე, სხვები კი, საჩვენებლად დასაჯეს. 

ეს მაშინ, როდესაც სუს-ს და სხვა სახელმწიფო უწყებებს დაზვერვის მონაცემები აქვთ, მამაცაშვილ-ფარცხალაძის კორუფციულ სქემებზე, მაგრამ ვერ ბედავენ კანონის შესაბამის მოქმედებას...

შედეგად, ისჯება პატიოსანი გადამხდელი, რომელსაც ჯერ შეღავათიანი პერიოდი შეუმცირეს (ოქროს სია), ახლა კი „გეზი“ ხელოვნურად აყვითლებს იმპორტის განხორციელებისას და წინასწარ ითხოვენ საბაჟო გადასახადებს. 

ანუ ატერორებენ და მარაზმში ამყოფებენ ბიზნესს, რომლიც ხარჯზეც მთავრობა ცხოვრობს არხეინად და უპასუხისმგებლოდ. 

ბახტაძე და კორუფცია

ყველაზე სოლიდური, მაგრამ ამავე დროს ხელშეუხებელი მძარცველები არიან ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ოჯახის ახლობელი, ოთარ ფარცხალაძე. 

მამუკა ბახტაძე წლების მანძილზე მორჩილად ემსახურა კორუფციულ სქემებსა და თამაშის წესებს, შესაბამისად, ის ბიზნეს-გაერთიანებების აქტუალურ კითხვებს ვერ პასუხობს, რადგან დაისჯება თავისი კურატორი ბატონების მიერ. 

პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძის და უჩა მამაცაშვილის თაღლითური სქემის შემსრულებლები არიან: ნავთობპროდუქტების იმპორტში ლაშა ქორიძე (ოთარ ფარცხალაძის ნათესავის ქმარი), გია ბერიშვილი (შპს ბიპი)...

პროკურატურის თანამშრომლის ინფორმაციით, ხორბლის იმპორტშია  - ლაშა ქორიძე (ოთარ ფარცხალაძის სიძე)... 

„მათ მთელი წლის განმავლობაში შემოჰქონდათ ნავთობპროდუქტები და ხორბალი, არ იხდიდნენ დღგ-ს და სხვადასხვა ასობით კომპანიის სახელზე, უსაქონლო ოპერაციებით (ფიქტიური ჯართის ექსპორტით) ხელოვნურად შექმნილი დღგ-ების ჩათვლებს აკეთებდნენ"...

საუბარია ასობით მილიონ ლარზე, რომლის შედეგადაც ბიუჯეტში გაჩნდა ფულის დეფიციტი, რეალურად ბიუჯეტი გაირღვა და ვალდებულებები რომ შეესრულებინათ, ე.წ. „ოქროს სიის კომპანიებს“ მიადგნენ და მათ „ახევენ“ ფულს. 

პარალელურად კი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უკვე დაიწყო საუბარი ბიუჯეტის მოსალოდნენ სეკვესტრზე. 

ამიტომ, გააუქმეს  ე.წ. ოქროს სია“ და აქედან ცდილობენ ბიუჯეტში გადაქაჩონ 100 მილიონი, რასაც პრემიერი ბახტაძეც ადასტურებს. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, გაქცეული ლარის პირობებში ბიუჯეტი „სეკვესტრს“ მაინც ვერ გადაურჩება.

კერძოდ: ფინანსთა მინისტრის 31 მაისის ბრძანებით ნათელი ხდება, რომ ამ სიის გაუქმებით მთავრობა იმპორტიორებისთვის პირობების გათანაბრების ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში 100 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავს.

„რეფორმათა ფისკალური მხარდაჭერისთვის, ჩვენ გავზარდეთ გადასახადები სიგარეტზე და სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ გადასახადების გაზრდას თამბაქოს სხვა ნაწარმზე. ჩვენ ასევე ვაუქმებთ გადასახადის გადამხდელთა ე.წ. „ოქროს სიისთვის“ შეღავათებს, რაც 100 მილიონი ლარის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, - ნათქვამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრის 31 მაისის ბრძანებით, ოქროს სიის 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა. 

ოქროს სიის მონაწილის სტატუსი ენიჭებოდა პირს, თუ იმპორტში ან ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი (არანაკლებ 5 მილიონი ლარი) უფიქსირდება. 

ასევე, მის მიერ გადახდილი იმპორტის გადასახდელების მაღალი მაჩვენებელი (არანაკლებ 900 000 ლარის) ან საქონლის იმპორტის ან ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა უფიქსირდებოდა.

P.S: ამ თემაზე მუშაობა გრძელდება და მსხვილი კორუფციული სქემის ახალ დეტალებსა და მასში მონაწილე პირების კონკრეტულ ფუნქციებს, უახლოეს მომავალში გავასაჯაროვებთ.