• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლში ხანძრის ქრობის დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.

მეხანძრე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

ხანძარი 5 ოთახიან სახლში გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

ამ წუთისათვის, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


თეგები :