• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

მამუკა ხაზარაძე: პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს“ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე-ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის!“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.


თეგები :