• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მილიონერი გახდა - რატომ მალავს ზაზა თავაძე ძვირადღირებული თოფების კოლექციას?

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, 2018 წელს ძოწის ქუჩაზე 846 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელშიც დეკლარაციის მიხედვით 285 ათას 921 ლარი გადაიხადა. 

სამაგიეროდ, 2018 წელს, ხის კოტეჯი შეიძინა მისმა მეუღლემ, თეა ძოწენიძემ, სოფელ ბახმაროში - 40 ათას ლარად.

2017 წელს კი, თავაძის მეუღლემ, თეა ძოწენიძემ ბახმაროში იყიდა მიწის ნაკვეთი - დეკლარაციის მიხედვით მასში 5 ათასი დოლარი გადაიხადეს. 

თავაძის მეუღლის სახელზეა ავტომანქანაც, რომელიც 2016 წელსაა შეძენილი - 11 ათას დოლარად.

ზაზა თავაძის მეუღლე სოლიდურ თანხებს ინახავს ბანკშიც. 

მაგალითად, თეა ძოწენიძეს პროკრედიტ ბანკში ანაბარზე 130 ათას 722 დოლარი აქვს, საქართველოს ბანკის ანაბარზე კი - 147 ათას 600 დოლარი. 

შესაბამისად, ზაზა თავაძის მიერ 2019 წლის 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ცოლ-ქმარი 325 ათას 921 ლარის, 16 ათასი დოლარის უძრავ-მოძრავ ქონებასა და 278 ათას 322 დოლარს ფლობს ნაღდი ფულის სახით.

ამ ქონების უდიდესი ნაწილი თავაძის დეკლარაციაში ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა. 

დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გასულ წლებში ბანკებიდან იპოთეკური სესხიც აიღო, რასაც ჩინოვნიკები, ხშირად, არალეგალური შემოსავლების გასათეთრებლად იყენებენ.

შეგახსენებთ რომ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ზაზა თავაძე იმ კანდიდატებს შორისაა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურთ. 

20 კაციანი სია უკვე პარლამენტშია და მისი განხილვა დღეს დაიწყო.

გავრცელებული ვერსიით, თავაძე, ივანიშვილის გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ ინიშნება, მის ნაცვლად კი, საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძე გადადის.

ჩინოვნიკები და ივანიშვილის მორჩილი მოსამართლეები მდირდებიან სიღარიბითა და კორუფციით  სავსე ქვეყანაში, იქ, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, 800 ათასამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო უპერსპექტივობის გამო, მილიონამდე მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა.

P.S: ზაზა თავაძე ცეცხლსასროლი იარაღებისა და სანადირო თოფების დიდი მოყვარულია. 

წყაროს თქმით, თავაძეს ინგლისური წარმოების რამდენიმე ანტიკვარული სანადირო თოფი აქვს, რომელთა ღირებულება მილიონ ლარამდეა და რომელთა არსებობას უბრალოდ, მალავს.


თეგები :