• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვოლსტრომი რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"11 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. შვედეთი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად. რუსეთის სამხედრო შენაერთების ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევაა.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვოლსტრომი მიკრობლობ „ტვიტერზე".


თეგები :