• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერიასა და გია ვოლსკის შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისა და „ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.

გია ვოლსკი პასუხობდა გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში კომუნისტური პარტიის წევრები ჰყავს, მათ შორის ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი გია ვოლსკი.

ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არა თუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია, არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ”, – მიმართა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას.

გიგა ბოკერიამ ვოლსკის უზრდელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი უწოდა.

გია ვოლსკიმ კი გიგა ბოკერია „ყეყეჩად“ მოიხსენია.


თეგები :