• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

რომან გოცირიძე სამეგრელოს ინციდენტზე: ხალხი დასჯის მათ, ეს არავის შერჩება

„ყველაზე დიდი შემაკავებელი ფაქტორი არის ხალხი. ხალხი დასჯის მათ. კანონი ხომ დასჯის თავის დროზე, მაგრამ ხალხი მოუღებს ბოლოს იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ადამიანებს ართმევენ პატიოსანი გზით ხელისუფლების გადარჩევის საშუალებას. ფაქტობრივად, მათ არჩევნები გააუქმეს. ეს არავის შერჩება,“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას.

გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლებას არ აინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე შეფასებები და რეკომენდაციები. ოპოზიციის წევრის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ არჩევნები ძალადობით მოიგოს.

„ზუგდიდში მომხდარი ძალადობა არის იმ პროცესების გაგრძელება, რაც ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში ხდებოდა, არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, დიდი სახელმწიფო, მათ შორის აშშ და მისი სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელთაც არ აღენიშნოთ, რომ ეს არის მოსყიდული, ძალადობრივი გზით და უსამართლოდ ჩატარებული არჩევნები. ვინმე იფიქრებდა, რომ ხელისუფლება ოდნავ მაინც არ შეცვლიდა თავის ტაქტიკას? არა. მათ არ აინტერესებთ არავისი აზრი. მათ აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.