• თბილისი
  • 32°C
  • 19 მაისი, 2019
article

იმის გამო, რომ იზოლატორებში ადგილი არ არის, როენა ხუცურაული საკნის რიგში დგას

იმის გამო, რომ იზოლატორებში ადგილი არ არის, როენა ხუცურაული წინასწარი დაკავების იზოლატორში ვერ გადაჰყავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

დაკავებული ამ დრომდე შს სამინისტროს კუთვნილ მანქანაში ზის.

სავარაუდოდ, ავტომობილში იმყოფება მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი ქალი.

როენა ხუცურაული, ე.წ. „მამიდა” სხვა ბრალდებულებთან ერთად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ხუცურაულზე თვალთვალი და მიყურადება ერთი თვის განმავლობაში ხდებოდა, გამოძიების მასალებით ის სასტუმროში ფართებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად აქირავებდა.


თეგები :

×