• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ატმის უგემრიელესი ფლავი

ეს არის უგემრიელესი ფლავი ატმით, რომელიც ზაფხულის მცხუნვარე დღეებს სწორედაც რომ ყველაზე მეტად უხდება.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

5 ცალი სახლეჩი ატამი (კანი ნაზად გააცალეთ, კურკა ამოუღეთ);500 გრამი ბრინჯი - მოგრძო.

100 გრამი ქაიშმიში;

150 გრამი ზეთი;

1 ვანილი;

მომზადება:

მოხარშეთ ბრინჯი მდუღარე წყალში (წყალში ცოტა მარილი ჩაამატეთ). გადაწურეთ. გაავლეთ ცივ წყალში, რომ არ ჩაფლავდეს. გემრიელი ფლავისთვის მთავარია ბრინჯი არ გადაგეხარშოთ ანუ გადაწურეთ მაშინ, როცა ბრინჯი თითქმის მოხარშული იქნება, მაგრამ ბოლომდე არა.

ქვაბში ზეთი ჩაასხით და ზედ დაალაგეთ გაფრცქვნილი ატმები (ქვაბს ატმის ფსკერი გაუკეთეთ). ზედ მოაფრქვიეთ რამდენიმე კოვზი შაქარი და აცალეთ ოდნავ ჩაიშუშოს. ბოლოს კი ფენა-ფენა დაამატეთ: ბრინჯი, ქიშმიში, შაქარი გემოვნებით, ვანილი და პატარა კუბებად დაჭრილი ატამი ( ანუ ფენა-ფენა ააწყობთ ფლავს.)

ქვაბს სახურავი დაახურეთ და 2 წუთი დადგით დაბალ ცეცხლზე. კარგად ჩაშუშდება. ყურადღებით იყავით, რომ არ მიგეწვათ.  

გემრიელად მიირთვით!


თეგები :