• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

როგორ მოვამზადოთ ძველი, მაგარი ხორცისგან უგემრიელესი კერძები

გიყვართ ხორციანი კერძები, მაგრამ გიჭირთ შესაბამისი ხარისხის ხორცის შერჩევა? - ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ძველი, მაგარი ხორცისგან წვნიანი და გემრიელი კერძები.
1. ხორცი რბილი გამოვა, თუ მომზადებამდე 1 საათით ადრე მას არყით დანამავთ.

2. თუ ხორცს სოიოს სოუსში ამოავლებთ, მთელი ღამით ასე დატოვებთ, მეორე დღეს კი შეწვავთ, იგი წვნიანი გამოვა.

3. ძროხისა და ცხვრის ხორცი რბილი და წვნიანი გამოვა, თუ გაზქურაში შედგმამდე მოაყრით მარილს, წიწაკას, ასევე შეგიძლიათ გამოტენოთ ნივრით, შემდეგ კი გაახვევთ ხორცს ბანანის ქერქში.

4. კანი დაამგრეთ კულინარიული ძაფით, რათა ხორცს არ მოსძვრეს.

5. ხორცი მოათავსეთ საცხობ უჯრაში და შედგით გამთბარ გაზქურაში 30-40 წუთით.

6. ბანანის კანს აქვს უნიკალური თვისება მჭლე ხორცი რბილი გახადოს.


როგორ დავარბილოთ ძროხის მაგარი ხორცი

1. მოათავსეთ ხორცი გახურებულ ტაფაზე და შეწვით მაღალ ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში.

2. დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, დაახურეთ თავსახური და გაზს დაუწიეთ.

3. ჯანჯაფილის (კოჭას) წვენში შედის ნივთიერება, რომელიც შლის ცილებს და მაგარ ხორცს არბილებს. საკმარისია ძროხის ხორცი 30-40 წუთით ჯანჯაფილის წვენში შუშოთ.


"ბებერი", ძველი ხორცის დარბილებაში ლიმონის კანი დაგეხმარებათ

1. დაჭერით ხორცი ნაჭრებად და მოათავსეთ ცხელ ტაფაზე.

2. დაუმატეთ რამდენიმე ლიმონის ქერქი.

3. კერძის მომზადების შემდეგ ქერქი არ გადაყაროთ.

4. ლიმონის ქერქი დასრისეთ კოვზით, აურიეთ ხორცის წვენში, რომელიც შეწვის შემდეგ დარჩა, გადმოიღეთ ხორცი თეფშზე, მოასხით წვენი და გააფორმეთ მწვანილის ტოტებითა და სტაფილოთი.

5. არასდროს დააყაროთ მარილი ხორცს უშუალოდ შეწვის წინ. ასე ის ბევრ წვენს და, შესაბამისად, გემოს დაკარგავს. მარილი მომზადების ბოლოს უნდა მოაყაროთ.


თეგები :