• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

სოკოს წვნიანი

მასალა:

• 800 გრ ქამა სოკო;
• ორი დიდ კარტოფილი;
• 1 სტაფილო;
• 1 დიდი თავი ხახვი;
• ოხრახუშის პატარა კონა;
• დაფნის ფოთოლი;
• მარილი, პილპილი;

მომზადება:

1. სოკო დაჭერით კუბიკებად , და დადგით მოსახარშად ერთი სათით. ხარშვის პერიოდში დაუმატეთ დაჭრილი და დასუფთავებული კარტოფილიც. კარტოფილი ხარშეთ 10-20 წუთი.

2. დაჭერით ხახვი პატარა კუბიკებად, აგრეთვე სტაფილოც კუბიკებად, მოდაღეთ ორივე ტაფაზე ზეთში, მოდაღვის ბოლო ეტაპზე დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ისევ 2 წუთით დატოვეთ მოსადაღად. მოდაღული ბოსტნეული დაუმატეთ სოკოს წვნიანს და ხარშეთ კიდევ 10 წუთს, მოაუყარეთ მარილი და წიწაკა.

3. სუფრაზე მიტანის წინ ღრმა ლანგრებზე წვნიანს მოაყარეთ ახლდა დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი, აგრეთვე არაჟნი და კამა.

გემრიელად მიირთვით!


თეგები :