ბოლო ორ თვეში "ოცნებამ" შემოწირულობების სახით 8 მილიონზე მეტი მიიღო ბოლო ორ თვეში "ოცნებამ" შემოწირულობების სახით 8 მილიონზე მეტი მიიღო /> "/> " />


  11:59:20     24-09-2024

ბოლო ორ თვეში "ოცნებამ" შემოწირულობების სახით 8 მილიონზე მეტი მიიღო

1727164840IIII.jpg

ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, საარჩევნო პარტიებმა, ბოლო 2 თვეში, 9 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 8 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. 

კონკრეტულად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, "ოცნებას" 8 246 460 ლარი შესწირეს. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ოცნებას“ 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხა.

მეორე ადგილზეა „ლელო საქართველოსთვის“ -  პარტიამ 2 ივლისიდან 4 სექტემბრის პერიოდში, 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო;

1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში 164 455 ლარი შესწირეს ენმ-ს;

„საქართველოსთვის“ -  1 ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით - 118 971 ლარი შესწირეს;


ავტორი: presa.ge