ემიგრაციაში წასულ ოჯახს რაჭაში ერთი ტონა ყურძენი მოპარეს ემიგრაციაში წასულ ოჯახს რაჭაში ერთი ტონა ყურძენი მოპარეს />


  11:50:33     24-09-2024

ემიგრაციაში წასულ ოჯახს რაჭაში ერთი ტონა ყურძენი მოპარეს

1727164329jjj.jpg

რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ემიგრანტის ოჯახს ერთი ტონა ყურძენი მოპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს:

„ნავენახარი იყო, გატყევებული ადგილი. ხუთი წლის განმავლობაში 50 ათას ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული. რადგან ემიგრაციაში ვართ, ნებისმიერ სამუშაოში, რაც ვენახს ეხებოდა, მუშებს ვქირაობდით და ფულს ვიხდიდით. 180 კილო ძლივს მოკრიფეს, ისიც გზის მხარეს რაც იყო. ეტყობა გზიდან რომ არ შეემჩნიათ ქურდობის ფაქტი, იმიტომ დატოვეს ისიც. მეზობლებმა კი გაგვაფრთხილეს, „დარაჯი აიყვანეთ, რადგან იპარავენ ყურძენსო“, მაგრამ ასე უცებ ვერავინ ვერ მოვიძიეთ, რადგან სოფელში ყველას თავისი ვენახი ჰქონდა სადარაჯო,“ - ყვება ნინო ველიაშვილი.


ავტორი: presa.ge