16:39:59     12-09-2023
პანკისის ხეობის სოფელ დუისში კაცი დაჭრეს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში 25 წლამდე ასაკის პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები ქვედა კიდურების მიდამოში აქვს მიყენებული.
დაჭრილი პიროვნება ახმეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.