სოფელ ომალოში,  სახლის სარდაფში, ჭერზე დაკიდებული ადამიანის ცხედარი იპოვეს, ის სავარაუდოდ ერთი წლის წინ გარდაიცვალა სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, ჭერზე დაკიდებული ადამიანის ცხედარი იპოვეს, ის სავარაუდოდ ერთი წლის წინ გარდაიცვალა />


  16:44:24     12-09-2023

სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, ჭერზე დაკიდებული ადამიანის ცხედარი იპოვეს, ის სავარაუდოდ ერთი წლის წინ გარდაიცვალა

16945227847.jpg

თუშეთში, სოფელ ომალოში, გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილის სხეულს სახლის მფლობელმა იმ დროს მიაკვლია, როცა სარდაფს ათვალიერებდა. მანამდე ფართის მეპატრონე უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ჭერზე თოკით იყო დაკიდებული. ის, სავარაუდოდ, კაცს ეკუთვნის. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა წელიწადზე მეტი დროის წინ უნდა მომხდარიყო.

ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნოდეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ავტორი: presa.ge