დავით მურაჩაშვილი-  რატომ  ჰქონდა მხატვარს შემოქმედებითი პაუზა და რა შეცვალა წარმატებისთვის. დავით მურაჩაშვილი- რატომ ჰქონდა მხატვარს შემოქმედებითი პაუზა და რა შეცვალა წარმატებისთვის. />


  21:23:02     27-09-2023

დავით მურაჩაშვილი- რატომ ჰქონდა მხატვარს შემოქმედებითი პაუზა და რა შეცვალა წარმატებისთვის.

1695929151384476161_283664384474100_2372926569537835993_n.jpg

ფერწერაში ფერების ხელოვნება ქმნის ფორმას, რომლის საშუალებითაც მეტყველებს ხელოვანი.

ყოველთვის საინტერესოა, რას ხატავს მხატვრი, რა დგას ფორმის მიღმა, რა იგულისხმება მის ჩანაფიქრში.

 

რას მეტყველებენ ნახატები? ვეკითხებით მხატვარ დავით მურაჩაშვილს. რას და, ქარად და ნიაღვრად გადაქცევაზე; მოგვითხრობენ ადგილებზე, სადაც შუქები და ჩრდილები სახლობენ - გვპასუხობს მხატვარი.

 

და მართლაც, დავით მურაჩაშვილისეული ხელოვნება ჰარმონიული და მშვიდია, თუმცა, ამავე დროს, საზღვრებსაც არღვევს და მატერიალური სამყაროს მიღმა გახედებს. დავით მურაჩაშვილის ნახატებში სწორედ ხელოვნების ჭეშმარიტი ქმნილებები გვიზიდავს და იდუმალი ძალით გადავყავართ სხვა განზომილებაში, რამაც შეუცნობლის კარი შეაღებინა მხატვარს.

 

დავით მურაჩაშვილი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია, რომელიც ნახატებს მელოდიის თანხლებით ქმნის. უმოკლეს დროში, ანუ, შეიძლება ითქვას, თვალსა და ხელშუა შექმნილი ნახატები დამთვალიერებელში უდიდეს ესთეტიკურ ტკბობას იწვევს. პრესასა თუ ტელევიზიებთან ინტერვიუებში მხატვარს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ, როცა ხატვას იწყებს, ფუნჯი თითქოს თავისით დარბის ტილოზე და ასე იბადება ნახატები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა მხატვრის მილანში ყოფნის პერიოდში, რა დროსაც მან თავისი პირველი საგამოფენო 30 ნახატი სულ რაღაც სამ დღეში- დღედაღამ შეუსვენებელი მუშაობის შედეგად შექმნა. ამ გამოფენას ერქვა "სამყარო ხელისგულზე", რომელიც პირველად მილანში შედგა.

დავით მურაჩაშვილმა ოთხ წელიწადში 879 ნახატი დახატა, რაც მას სიამაყით ავსებს.

მხატვრის პირველმა პერსონალურმა გამოფენამ მილანში - ნავილიო გრანდეს ისტორიულ მუზეუმში, ადგილობრივი თუ უცხოელი შემფასებელ - დამთვალიერებლების ოვაცია გამოიწვია.

მხატვრმა 23-27 მარტს პერსონალური გამოფენა ავსტრიაში, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის მიწვევით საელჩოში გამართა და მთელი საგამოფენო ნაშრომი დიპლომატიურ უწყებას საჩუქრად გადასცა. აღსანიშნავია ისიც, რომ დავით მურაჩაშვილი მომღერალიცაა - მისი ხმა, ქართული ხალხური სიმღერისთვის "ბერიკაცი ვარ" მე-20 საუკუნის ოქროს ფონდშია შესული. გახლდათ "მართვესა" და "ერისიონის" მომღერალი.

 

მხატვარს დიდი შემოქმედებითი გეგმები აქვს, რომელიც საქართველოსა და უცხოეთს უკავშირდება. მიუხედავად მრავალწლიანი წარმატებული კარიერისა, დავით მურაჩაშვილს შემოქმედებაში რამდენიმეთვიანი პაუზა ჰქონდა. 6 თვე მას არცერთი ნახატი არ დაუხატავს. სწორედ ამ საკითხსა და კიდევ არაერთ საინტერესო თემაზე ჩაიწერა მასთან ეს ინტერვიუ.

1. შემოქმედებითი პაუზა - რამ განაპირობა 6- თვიანი ტაიმაუტი ისეთ ცოცხალ ხელოვნებში, რომელსაც თქვენ ემსახურებით და ახლა რა ეტაპი დგას?

ასე ვიტყვი, ჩემს პროფესიაში მართლაც იდგა შემოქმედებითი პაუზა და არა კრიზისი. ეს ეტაპი ყველა ხელოვანის ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დგება. 4 წელი შეუსვენებლად ვხატავდი და რეკორდულ დროში 879 ნახატი დავხატე. დადგა დღე, როცა მეგონა ამოვწურე ჩემი შესაძლებლობა. თავის მორევას ვცდილობდი - ამ ე.წ. დიდი გაჩერების პერიოდში ბევრჯერ ამიღია ხელში ფუნჯი, მაგრამ ვერ დამიხატავს. ბევრი მეკითხებოდა, რატომ არ ვაქვეყნებდი ნახატებს სოციალურ ქსელში, არც ამაზე მქონდა პასუხი. ახლა კი ახალი შემართებითა და განახლებული ძალებით ვიწყებ ხატვას და მომავალ 4 წელიწადში უფრო მეტ ნახატს დავხატავ.

 

2. გამოფენები ყველს მხატვრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. თქვენ რას აპირებთ ამ მხრივ?

 

როგორც აღვნიშნე, იტალიასა და ავსტრიაში გამართული პერსონალური გამოფენები ჩემი შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ეტაპებია. შემდეგი აუცილებლად იქნება საქართველოში - თბილისსა და ბათუმში. ეს გამოფენები საზოგადოებას აუცილებლად დაამახსოვრდება, რადგან ახლებური, თანამედროვე და შოუს ელემენტებით იქნება წარმოდგენილი.

3. საინტერესოა, რა გაქვთ დაგეგმილი. რას აპირებთ მომავალში?

 

ჩემი გეგმები ყოველთვის მასშტაბური და საზოგადოებრივია, თუმცა რეალურთან ყოველთვის მიახლოებულია, რომლის განხორციელებას შრომა და სწორი ნაბიჯები სჭირდება. ვხსნი სამხატვრო სტუდიას ბავშვებისა და უფროს მოყვარულთათვის. მე და ჩემი სტუდიის ბავშვები მონაწილეობას ერთად მივიღებთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებში, ფესტივალებში, კონკურსებში. მათ მეცადინეობას თავად ვუხელმძღვანელებ და შევეცდები ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმატებული თაობა აღვზარდო. განვაახლებ სიმღერასაც. რამდენიმე ახალი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ. ჯგუფური გამოფენებით მიწვეული გახლავართ იტალიაში, საბერძნეთსა და ინგლისში. მზადდება კატალოგებიც. აგრეთვე, მასტერკლასის ჩასატარებლად მიწვეული გახლავართ პრაღასა და დრეზდენში. დაგეგმილია კულტურული შეხვედრები ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან. როგორც ხედავთ, ბევრი საინტერესო საქმე მაქვს მიმდინარე პერიოდში და მჯერა, ყველაფერს თავს გავართმევ. მე მთელი ძალითა და შემართებით ვიწყებ კარიერული წინსვლის განახლებას და ეს ნათელი ფურცელი იქნება ჩემს შემიქმედებით ცხოვრებაში.

 

4. მომავალ მხატვრებს რას ურჩევთ?

ხელოვნება თავისუფლებაა! ხელოვნებას არ აქვს არტახები! ხელოვნება მარადიულია! ხელოვნება ხელოვანებაა! ხელოვნება გასულიერებულია, ცოცხალია - ამიტომ, რადგან ეს გზა აირჩიე, ესე იგი, სამყარომ აზროვნების ფუფუნებისთვის შეგარჩია. აკეთე ეს საქმე სიამოვნების, ესთეტიკისა და კათარზისის მოსაგვრელად!

პ.ს. ბატონ დავითთან ინტერვიუს ბოლოს მართლა დავრწმუნდით, რამხელა შესაძლებლობა აქვს ადამიანს იყოს წარმატებული და თავდაჯერებული.


ავტორი: პრესა.ჯი