10:09:17     25-08-2020
სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავარიისას მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად შუახნის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
0