11:54:16     24-09-2024
"საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-დან ელჩის გამოხმობა "ჭკვიანური ნაბიჯი" არ იქნება" - კრამერი
საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-დან ელჩის გამოხმობა "ჭკვიანური ნაბიჯი" არ იქნება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ფორმულას ეთერში ეხმაურება.
"ელჩის გამოხმობა ვაშინგტონიდან, აუცილებლად გააუარესებს საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის შორის ურთიერთობას. ამასთან, ფაქტია, რომ ქართველი ხალხი ინარჩუნებს პროდასავლურ, პროევროკავშირის და პროამერიკულ მიდგომას, იმის პარალელურად, რომ არიან რუსეთის წინააღმდეგ განწყობილნი, ამიტომ, ეს არ იქნება ჭკვიანური ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან", - თქვა კრამერმა.