ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს />


  11:56:52     24-09-2024

ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

1727164723chele_w_h.jpeg

კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრს, ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. თავად ყურუა განმარტავს, რომ აქციებზე 500 ლარით დააჯარიმეს , თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. შესაბამისად თანხა არ გადაუხდია, რის გამოც, მას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

"500 ლარიანი ჯარიმა რომ დამიწერეს არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილება
დიდი ხანი გავიდა მაგის მერე და ახლა ანგარიშები დამიყადაღეს, თან 50 ლარი ჯარიმა დამიმატეს რატომ არ გადაიხადეო 
თქვე ოჯახ აშენებულებო, გეთქვათ და ვიხდიდი იქნებ თავის დროზე", – წერს ყურუა. 


ავტორი: presa.ge