პალმ აილენდი - სამყაროს ”მერვე საოცრება” პალმ აილენდი - სამყაროს ”მერვე საოცრება” />


  09:39:51     10-04-2012

პალმ აილენდი - სამყაროს ”მერვე საოცრება”

a16933.jpg

პალმ აილენდი – პალმის ფორმის კუნძული, წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელოვნურ კუნძულს, რომელიც გაშენებულია დუბაის სანაპიროზე, გაერთიანებულ არაბულ ემირატებში. ამ კუნძულების მშენებლობა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ პროექტს ეს იქნება ყველაზე დიდი ხელოვნური კუნძული იქნება მსოფლიოში.

პროექტის მშენებლობას ხელმძღვანელობდა Al Nakheel-ის კორპორაცია, რომელმაც დუბაის სანაპირო ზოლი გაზარდა 120 კილომეტრით და შექმნა უზარმაზარი ტერიტორია სახლებისათვის, გართობისა და დასვენებისათვის.

კუნძულების შექმნის იდეა პირველად 2002 წელს გახმოვანდა, მთავარი იყო დუბაის გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება იმისათვის, რომ გამხდარიყო საუკეთესო ტურისტული ადგილი. პალმ აილენდს თავისი უნიკალური სილამაზის გამო მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებენ.

სახელწოდება ”პალმ აილენდი” წარმოიშვა თავად კუნძულების ფორმიდან. უზარმაზე ტერიტორიაზე გაშენებულ კუნძულებს პალმის ხის ფორმა აქვთ ნახევარმთვარის ფორმით თავში. პირველი ორი კუნძული შედგება დაახლოებით 100 მილიონი კუბურ მეტრის ქვისა და ქვიშისგან. ყველა მასალა ემირატებიდან იქნა მოტანილი. სამ კუნძულს შორის მთავსებულია ასამდე მდიდრული სასტუმრო, ექსკლუზიური საცხოვრებელი ვილები და ბინები თავისი სანაპირო ზოლით, აგრეთვე მცირე პორტები, წლყლის პარკები, რესტორნები, სვაჭრო ცენტრები, სპორტული დაწესებულებები და გამაჯანსაღებელი სპა ცენტრები.

დუბაის ბურჯ თაუერი უკვე მსოფლიოშო ყველაზე მაღალი შენობა გახდა. მისი სიმაღლეა 512 მეტრი. როდესაც მისი მშენებლობა დასრულება 2009 წელს მისი სიმაღლე დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლის იქნება.

თუმცა დუბაის არქიტექტურული მიღწევები ამით არ სრულდება. საკუთარ რეკორდს მოხსნის ალ ბურჯ თაუერი, რომელსაც 200 სართულზე მეტი ექნება და 1 კმ სიმაღლეს მიაღწევს.

ნაგებობა შესდგება სამი გამოყოფილი ცათამბჯენისგან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ერთმანეთთან რამდენიმე ხიდით. ერთ-ერთი ცათამბჯენი დანარჩენებზე დაბალია და სახურავზე აქვს უზარმაზარი საცურაო კომპლექსი, დანარჩენი ორი კი უზარმაზაროი წვეტიანი სახურავით იქნება დასრულებული.

 

დუბაის კუნძულების მშენებლობა წარმოუდგენელ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა იმდენად მომგებიანი პროექტია, რომ დანახარჯების რაოდენობა სრულიად ანაზღაურებადია. თითქმის ყველა კუნძული უკვე კერძო მფლობელობაშია. დუბაიში იმართება უმაღლესი კლასის წვეულებები, მოდური ჩვენებები, სპორტული შეჯიბრებები. კურორტის ხშირი სტუმრები არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები, მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები. ეს ყველაფერი განაპირობებს ახალი დუბაის სტატუსსა და შემოსავლებს.

21 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა პალმ აილენდი. 20 მილიონ დოლარიანი გახსნის ცერემონიალი გაიმართა უმდიდრეს სასტუმრო ატლანტისში. გახსნას 2000-მდე სტუმარი დაესწრო, მათი უმეტესობა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები იყვნენ, ჰოლივუდისა და სხვა ვარსკვლავები. ყველაზე აღსანიშნავი იყო 3 მილიონი დოლარის ღირებულების ფეიერვერკები, რომელმაც გაანათა პალმ ჯუმეირაჰის ყველა ტოტი. ორგანიზატორების თქმით, ეს იყო 7-ჯერ უფრო მასშტაბური ფეიერვერკი, ვიდრე იყო ამ წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. აღსანიშნავია, რომ ამ სანახაობის დანახვა კოსმოსიდანაც კი შეიძლებოდა.

დუბაის კუნძულები ბევრ ასპექტში წარმოადგენენ თანამედროვე საოცრებას. ქვეყანა ნავთობის მარაგით მიღებულ უზარმაზარ სიმდიდრეს აბანდებს ტურიზმის განვითარებაში და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ მოგებას მიიღებს

წყარო

0

ავტორი: