“ექსპო ჯორჯიაში”, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება “ექსპო ჯორჯიაში”, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება />


  12:14:11     27-11-2024

“ექსპო ჯორჯიაში”, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

1732695359ა5 (1).jpg

29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024  ჩატარდება.

გამოფენის მხარდამჭერები არიან ასევე USAID Agricultural Trade Diversification Program, FAO გაეროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, ლურჯი მოცვის ასოციაცია და ნიდერლანდების საელჩო.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024  „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა  და მის მიმდებარე  გარე სივრცეში ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, კვების მრეწველობის პროდუქცია.

წელს პირველად USAID-ის მხარდაჭერით, გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან. ნუშისა და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ წამყვან კომპანიებს ინდოეთიდან.

ნიდერლანდების საელჩოსთან და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის - TWOWAYZ-ის სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი, რომელიც  მთელი დღის განმავლობაში ვორქშოფების სერიას ჩაატარებს. ვორქშოფზე დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

29 და 30 ნოემბერს 11-დან 17:00 საათამდე, სხვადასხვა შეხვედრა და პანელური დისკუსია ჩატარდება, სადაც დასწრება თავისუფალია.

გამოფენაზე დასწრება 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 საათებში იქნება შესაძლებელი.

 

 

 


ავტორი: R