ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს 23, ვანო ნადირაძეს 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს 23, ვანო ნადირაძეს 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა />


  15:42:18     26-11-2024

ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს 23, ვანო ნადირაძეს 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

1732621410462551237_1957413291389876_4019895614398195005_n.png.jpg

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის ლიდერს მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად,  23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მამულაშვილმა 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში "დაქირავებული" მებრძოლები, ძირითადად საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები "გაწვრთნა და უზრუნველყო მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში". რუსული რეჟიმი ამტკიცებს, რომ  მამულაშვილმა ამაში ფული აიღო.

დაუსწრებლად "სასჯელი" კიდევ სამ მებრძოლს შეუფარდეს - 34 წლის გიორგი რუსიტაშვილს, 30 წლის ნოდარ პეტრიაშვილისა და 54 წლის ვანო ნადირაძეს. მათ არაღიარებულმა სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა "დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით.


ავტორი: presa.ge