13:04:41     14-11-2023
„თეგეტა მოტორსში“ უკვე EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოებისა და მიკროავტობუსების შეკეთებაც შესაძლებელია
„თეგეტა მოტორსის“ „დიზელ-ცენტრის“ ლაბორატორიას კიდევ ერთი, თანამედროვე,DAYEL-ის ბრენდის EURO 6 -ის სტანდარტის დანადგარი შეემატა. უახლესი აღჭურვილობითახლა უკვე EURO 6 სტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისიც ხელმისაწვდომი გახდა.
EURO 6-ის სერტიფიკატი გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემაა, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების გამოყოფის მოთხოვნებსარეგულირებს. ემისიების შემცირების მიზნით თანამედროვე ავტომწარმოებლები ცდილობენ,შექმნან და დანერგონ ახალი ტექნოლოგიები.
EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოები და მიკროავტობუსები საქართველოში უკვე ოპერირებენ. მათი საწვავის მიწოდების სისტემა განსხვავებული, უფრო ეფექტური მფრქვევანებისადა სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. შეცვლილია პროგრამული უზრუნველყოფაც. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის ავტომობილების დიაგნოსტიკა/შეკეთებას სპეციალური დანადგარი სჭირდება. DAYEL EURO 6კი სწორედ „ევრო სტანდარტის“ დადგენილების შესაბამისი სატვირთოებისა და მიკროავტობუსებისშეკეთებას უზრუნველყოფს.
ჯონი ბარიშვილი, დიზელების სერვისცენტრის მენეჯერი: „თეგეტა მოტორსი“ ყოველმხრივ ცდილობს, ფეხი აუწყოს ეკოლოგიაზე ზრუნვის ინოვაციებს და დანერგოს ევროპული სტანდარტები. სწორედ მათ შორისაა სერვისი EURO 6 სტანდარტის მქონე სატვირთოებისა და მიკროავტობუსებისთვის, რომელიც საგრძნობლად ამცირებს გამონაბოლქვში მავნე აირების რაოდენობას.
ახლა უკვე ვფლობთ დანადგარს, რომელიც სრულად გადაჭრის აღნიშნულ ძრავასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას. უახლესი აღჭურვილობით Euro 6-ისსტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისს მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს. გვყავს გუნდი, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს და მზად ვართ,EURO 6 -ის სტანდარტის ავტომობილებსაც მოვემსახუროთ. ახალი დანადგარი „თეგეტა მოტორსმა“ 2 თვეა, რაც შეიძინა და შესაბამისი სერვისი უკვე დაახლოებით 500-ამდე მომხმარებელს გავუწიეთ“.
დიზელის ძრავიანი ავტომობილების თანამედროვე სერვისის მიღება „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალშია შესაძლებელი - წლებია, რაც ეს ფილიალი დიზელზე მომუშავე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკასემსახურება. სერვისცენტრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მეზობელ ქვეყნებში მისი ანალოგი არ არსებობს და ამიტომაც ის ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც ემსახურება.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.