საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება />


  11:46:22     06-11-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

16992568131920-1080.jpg

საქართველოს ბანკისთვის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის  განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი მრავალი წელია აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს ამ  სექტორის გაძლიერებას.  სწორედ ამ მიზნით,  ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით,  10 და 11 ნოემბერს, რადისონ ბლუ ბათუმში, ტურიზმის ფეტივალი - ტურისტერი გაიმართება.

 

ტურისტერი B2B და B2C ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა : ციფრული ტექნოლოგიები, ქცევის ცვლილება და  მარკეტინგი, ასევე მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში.

ფესტივალს სპიკერის რანგში დაესწრებიან ისეთ კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა : TripAdvisor-ის, Expedia-ს, Google Cloud-ის, Bolt-ისა და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია საქართველოში ტურიზმის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ახლა უკვე ტურიზმის ფესტივალის პარტნიორები ვართ, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ბათუმში. მიგვაჩნია, რომ  მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობენ ბიზნესებს წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს, გააზიარონ და მოისმინონ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, რაც ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები ბილეთებზე  20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ღონისძების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

 

 


ავტორი: R