საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Stratup Grind – ის ღონისძიებების სერია იწყება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Stratup Grind – ის ღონისძიებების სერია იწყება />


  14:04:35     26-10-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Stratup Grind – ის ღონისძიებების სერია იწყება

16983148591920x1080.jpg

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც 27 ოქტომბერს, თბილისი მერიოტში გაიმართება. ღონისძიებას BigPay-ის CTO-ს საიმონ ვანს-კოლინა უმასპინძლებს.

 

საიმონ ვანს-კოლინა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე, შეხვდება  სტარტაპ დამფუძნებლებს და მათთან საბანკო მომავლის შესახებ ისაუბრებს.

საიმონი მსოფლიოში ცნობილი ციფრული ბანკის, Monzo-ს დამფუძნებელი და გუნდის წევრი გახლდათ, ის ხელმძღვანელობდა ღია ბანკინგის ოპერაციებს და ასევე იყო  ღია ბანკინგის სამუშაო ჯგუფის (Open Banking Working Group) წევრი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის მომავალი განსაზღვრა. Monzo-ს შემდეგ ის სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში ციფრული ბანკის  - Big Pay  - ის  თანადამფუძნებელი და CTO გახდა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.

სპიკერის გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე: საბანკო საქმიანობის მომავალი და „შემდეგი თაობის“ Fintech - ი. დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი გვაზავა მიიღებს.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად  ეწვიეთ ბმულს.  

 

 


ავტორი: R