საქართველოს ბანკის მხარდაჭერით AWS Cloud Day გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით AWS Cloud Day გაიმართა />


  14:54:05     24-10-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით AWS Cloud Day გაიმართა

16981479781920 x 1080.png

საქართველოს ბანკი როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი,  აქტიურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Amazon – ის ღონისძიება AWS Cloud Day 21 ოქტომბერს, სტამბაში გაიმართა.

 

ღონისძიებაზე სპიკერებმა მისულ სტუმრებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და განიხილეს საუკეთესო პრაქტიკები ისეთ თემებზე როგორიცაა: ქლაუდ ტექნოლოგიები, ამაზონ ვებ სერვისი, ქლაუდის უსაფრთხოება,  DevOps, Machine Learning და სხვა.  

 

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ინდივიდუალურ სესიებს,  ჩართულიყვნენ დისკუსიებში და გაეცნოთ ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანები.

 

მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის უფროსი მონაცემთა მეცნიერი - ზურაბ ძინძიბაძე, რომელიც ამაზონის დახმარებით ქართული ხმის მანქანური გატექსტების მასშტაბირების შესახებ , ხოლო ბანკის Expert პროგრამ მენეჯერმა - სალომე ბაქრაძემ ბანკის Cloud journey-ის შესახებ ისაუბრა.

 

„მოხარული ვართ რომ გვქონდა შესაძლებლობა სპიკერის როლში გვესაუბრა იმ ციფრული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ რომელიც საქართველოს ბანკში დავნერგეთ AWS - თან პარტნიორობით. ღონისძიებაზე ფართო აუდიტორიას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და გამოწვევები და ვისაუბრეთ ისეთ თემებზე როგორიცაა : საქართველოს ბანკის Cloud Journey, ქლაუდ ტექნოლოგიები, ქლაუდის უსაფრთხოება და სხვა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ბანკსა და AWS -ს  შორის ღირებულ თანამშრომლობას. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის მეტი ტექნოლოგიური პროდუქტის შეთავაზებას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში

 

 

 


ავტორი: R